ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გალში წვრთნებს ატარებენ

გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების ძალებისა და სპეცსამსახურების წვრთნები რეგულარულად ტარდება. ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსმა დიმიტრი დბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„წვრთნები მაქსიმალურად ახლოსაა ბრძოლასთან - კონტრტერორიზმისა და დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ. ასეთი წვრთნები რეგულარულად ტარდება კვარტალში ერთხელ. აქ განთავსებული სპეცრაზმი გაწვრთნილი და სრულად აღჭურვილია ამ წვრთნების ჩასატარებლად“ , - აღნიშნა დბარმა.

მისივე თქმით, წვრთნებში ჩართულ სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედება დამყარდა.

„მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ უფრო ხშირად ჩავატარებთ მსგავს ღონისძიებებს, რათა შევიმუშაოთ მექანიზმები მოსახლეობის ანტიტერორისტული დაცვის უზრუნველსაყოფად. შეასრულონ მათზე დაკისრებული საბრძოლო ამოცანები“, - აღნიშნა დეპარტამენტის უფროსმა.

„წვრთნები“ კვირას დაიწყო, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია