პაატა მანჯგალაძე - ნუ მოვიტყუებთ თავს - უნდა ვთქვათ: „არა რუსულ ხელისუფლებას“

ღარიბაშვილმა ახალგაზრდებს სატანისტები დაუძახა, ის ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც სახიფათოა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „კარგად არ არის“.

„კოვიდის დროს ვიდეო რომ იყო, ქალბატონი რომ ამბობდა, „ეს არ არის კარგადო“ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი არ არის კარგად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ღარიბაშვილის არავის ეშინია და „ტყუილად ყელყელაობს“.

„ნუ მოვიტყუებთ თავს. „ქართული ოცნების“ პერიოდში, უნდა ვთქვათ „არა რუსულ კანონს“ კი არა, არამედ „არა რუსულ ხელისუფლებას“. რეალობა ასეთია. გამოჩნდა, თუ რა დასკვნა გამოიტანა ღარიბაშვილმა ამ აქციებიდან - არაფერი. ახალგაზრდებს, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავდნენ, სატანისტები დაუძახა. ღარიბაშვილი ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც სახიფათოა. ახალგაზრდებმა დაწერეს -„ბებიაჩემის „ჩუსტის“ სროლის უფრო მეშინია, ვიდრე თქვენიო“. ღარიბაშვილის არავის ეშინია, ტყუილად „ყელყელაობს“, ჯობს გაიაზროს, რაც არის რეალობა და არ იქცეს დაბრკოლებად საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას