ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ საიტზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან - ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა პროვოკაცია ის ფაქტი, რომ უკრაინულ ერთ-ერთ საიტზე ვრცელდება ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მიმართავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომ თუ საქართველოში „ქართული მაიდანი“ იქნება, სამხედრო ძალების შემოყვანას მოითხოვენ.

კობახიძის თქმით, „სამწუხაროდ, უკრაინული მხრიდან პროვოკაციები არ წყდება“.

„ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ სრულად თანავუგრძნობთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ეს ქვეყანა და ჩვენი მეგობარი ხალხი ომის მდგომარეობაშია. როდესაც ასეთ დროს, ასეთ პროვოკაციებს ვაწყდებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განსაკუთრებულად მძიმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო