თეონა აქუბარდია - კობახიძის გზავნილები დაშინების მცდელობაა, გვაშინებენ მეორე ფრონტით და პირადი ანგარიშსწორებით, მაგრამ რუსთაველზე გამოჩნდა, რომ მათი არავის ეშინია

კობახიძის გზავნილები არის დაშინების მცდელობა, გვაშინებენ მეორე ფრონტით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მშობელს შეეშინდეს შვილის სადმე გაშვების, ახალგაზრდას შეეშინდეს პროტესტის გამოთქმის, მაგრამ რუსთაველზე გამოჩნდა, რომ მათი არავის ეშინია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია დაიცვან ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ქვეყნის საგარეო ვექტორს იცავდა.

"ირაკლი კობახიძეს და "ქართულ ოცნებას" ეშინია განათლებული ადამიანების, რომლებიც არჩევენ იმას, თუ ვინ არის ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების განმახორციელებელი. "ფრანკლინის კლუბი", რომელიც აძლევს ცოდნას, განათლებას დემოკრატიის შესახებ, რა თქმა უნდა, არის საფრთხის შემცველი მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ცოდნაზე დაფუძნებით იღებს გადაწყვეტილებას და არა პროპაგანდის შედეგად. შესაბამისად, ეს განცხადებები არავის უკვირს, მაგრამ ეს არის საშიში პროცესი, რადგან შეიძლება ამან სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაც მოახდინოს. კობახიძის თუ "ქართული ოცნების" სხვა წევრების ასეთ სურვილს უნდა დავიპირისპიროთ გონიერი პოლიტიკა და შესაბამისი ნაბიჯები, უნდა დავიცვათ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც იცავდა ქვეყნის საგარეო ვექტორს. ეს გზავნილები არის დაშინების მცდელობა, გვაშინებენ მეორე ფრონტით და პირადი ანგარიშსწორებით, რომ მშობელს შეეშინდეს შვილის სადმე გაშვების, შეეშინდეს ახალგაზრდას პროტესტის გამოთქმის, მაგრამ რუსთაველზე გამოჩნდა, რომ მათი არავის ეშინია და ვერ შეძლებენ რუსული ბოლშევიკური მეთოდებით დააშორონ საქართველო დასავლეთს", - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისათვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ახდენს მოსწავლეთა და სტუდენტთა პოლიტიკური აქტივიზმისთვის რეკრუტირებას და მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

"ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.

აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი,"- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი