პაატა მანჯგალაძე - კობახიძის დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ აქციებისა და პროტესტისგან სათანადო დასკვნები კი არ გააკეთა, არამედ კიდევ უფრო დამძიმებულა

კობახიძის დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა, რომ აქციებისა და პროტესტისგან სათანადო დასკვნები კი არ გააკეთა, არამედ კიდევ უფრო დამძიმებულა, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ახალგაზრდების დემონიზებას ახდენს, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი ძალიან მალე დასრულდებიან.

„ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს, სტუდენტებს ემუქრება და ექსტრემისტებად ასაღებს მათ, საზოგადოებრივად საშიშია, მისთვის ძალაუფლება კიდევ უფრო სახიფათო.

მან უკვე გაუქმებული რუსული კანონიდან დაიწყო ადამიანების დემონიზება. „ფრანკლინის კლუბი“ - სტუდენტები გამოაცხადა უცხოეთის გავლენის აგენტებად.

წარმოიდგინეთ, კანონის გარეშე რა დღეშია და კანონი რომ ჰქონდეს, როგორ მოიქცეოდა.

ადამიანი, რომელიც ებრძვის წიგნებს დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, არის დემოკრატიის, თავისუფლების მტერი და საშიშია საზოგადოებისთვის.

„რა კავკასიური ცარცის წრეზე“ საუბრობს ან რა ბავშვების გამეტებაზე, ვინ გაიმეტა თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდები დარბევისთვის, მხუთავი აირისთვის, წყლის ჭავლისთვის, ცემისთვის? - რა თქმა უნდა, კობახიძემ და მისმა ხელისუფლებამ.

ვინ ახდენს დღეს იგივე ახალგაზრდების დემონიზებას? ვინ უვარდება მათ უნივერსიტეტებსა და სახლებში? - რა თქმა უნდა, კობახიძე და მისი ხელისუფლება, მაგრამ ეს არის არა სიძლიერის, არამედ მათი სისუსტის ნიშანი. იმის ნიშანი, რომ ისინი ძალიან მალე დასრულდებიან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როცა ხელისუფლებამ დაინახა, რომ „ნაცმოძრაობა“ „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას