„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი - პეტრე ცისკარიშვილი და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, სტრასბურგში ევროპარლამენტარები საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ, სადაც „სიკვდილის პირას მყოფ პუტინის პირად პატიმრებთან დაკავშირებით იმსჯელებენ“.
„სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი ვილიამ ბროუდერია, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „მაგნიტსკის სიის“ შედგენა. დისკუსიების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.