ანა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ხეებს რომ დაათრევს, ასევე ჰგონია „ქართულ ოცნებას“, რომ კანონს ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯს, მეორეში ჩარგავს - კანონი ხეები არ არის ამოგლიჯო და გადაათრიო, გადმოათრიო

„ქართულ ოცნებას“ მტერზე რეაგირება და მტრის გავლენების ამოცნობა არ სურს - სურთ მოყვარეს დაუპირისპირდნენ, რისი პირველი მცდელობაც ჩაუვარდათ, - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

როგორც ნაცვლიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციამ პარლამენტში შესვლის დღიდან არაერთი ინიციატივა დააყენა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოსგან მომავალი კონკრეტული მზაკვრული გეგმების ამოსაცნობად და აღსაკვეთად იყო მიმართული, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა.

ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში მთელი ნახევარი საათი იმის მტკიცებას მოანდომა, რომ სიტყვა „აგენტი“ შეურაცხმყოფელი არ იყო - არავისგან არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს კაცი, რომელიც საკუთარ სიტყვას დღეში შვიდჯერ არღვევს - მის თითოეულ ნათქვამს ჩალის ფასი აქვს! ბიძინა ივანიშვილი ერთი გარემოდან მეორეში ხეებს რომ დაათრევს და ადამიანებისა და ხეების გადარგვით რომ არის დაკავებული, ასევე ჰგონია „ქართულ ოცნებას“ და მის პროპაგანდისტებს, რომ კანონს ერთი კონტექსტიდან ამოგლეჯს, მეორეში ჩარგავს, იქ ის იმუშავებს და ჯანმრთელ შედეგს მიიღებს - კანონი ხეები არ არის, რომ კონტექსტიდან, გარემოდან ამოგლიჯო და შემდეგ გადაათრიო და გადმოათრიო. მან ასე ამოგლიჯა კონტექსტიდან არაერთი წარმატებული სპორტსმენი და ვხედავთ რა უქნა მათ რეპუტაციას. ასევე ამოგლიჯა ბუნებრივი გარემოდან არაერთი წარმატებული ხელოვანი და ვხედავთ რას დაამსგავსა ამ ადამიანების რეპუტაცია. თანამედროვე დემოკრატიული სამყარო აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჰიბრიდული ომის გამოწვევები დეტექტირებული იყოს, ანუ სისტემამ მტრული სახელმწიფოებისგან მომავალი შესაძლო საფრთხეები ამოიცნოს და მას საკანონმდებლო რეგულაციებით უპასუხოს. საქართველოში ამის ანალოგი ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენების ამომცნობი და ამაზე რეაგირების მომხდენი სისტემის შემოღება იქნებოდა, რომელსაც ოპოზიცია და ფართო საზოგადოება დაეთანხმებოდა. ამას „ქართული ოცნება“ ჯიუტად არ აკეთებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი