შალვა პაპუაშვილი „გირჩის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტზე - ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას ევროპულ გზაზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „დროას“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, პირდაპირ ჩაშალოს ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი „კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას ევროპულ გზაზე“.

„გირჩის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ წარმომადგენელი, ანუ 3 ყველაზე რადიკალი პარტიის წარმომადგენელი გაემგზავრა ბრიუსელში, რათა პირდაპირ ჩაშალოს პირველი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება. მათგან არაფერი მოსალოდნელი არ არის, გარდა იმისა, რომ ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას ევროპულ გზაზე. არ ვიცი, ვისთან აქვთ შეხვედრები, მაგრამ, ზოგადად, მათი დაშვება ბრიუსელის კორიდორებში უკვე თავისთავად წარმოადგენს რადიკალიზმის წახალისებას და ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულებას. მათგან, გარდა იმისა, რომ ფეხს დაუდებენ საკუთარ ქვეყანას, არ მოველი. ამას აკეთებენ ბოლო თვეებია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ერთობლივი ვიზიტით ევროპარლამენტში, სტრასბურგსა და ბრიუსელში ევროკომისიის სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ. როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვდებიან ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსსაც.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა