შალვა პაპუაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე - არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ განხილვას, თუმცა დისკუსიამ თავის შედეგი გამოიღო, საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა

არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ კანონპროექტის განხილვას, თუმცა დისკუსიამ თავის შედეგი გამოიღო. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა, ყველა შემდეგ ჯერზე, როდესაც იქნება საეჭვო ქმედება ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, მედია, პოლიტიკოსებიც იკითხავენ რა ფინანსური ინტერესები დგას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს „თავში ჩაუდეს პროტესტის აღქმა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ამის უკან იყო კარგად დაგეგმილი PR კამპანია“.

„მგონი საზოგადოება ხვდება, ემოციები დაცხრა და ყველას შეუძლია დაუბრუნდეს შინაარს და საგანს. ვნახეთ საზოგადოებისგან რეაქციები, მათ შორის იმედგაცრუება იმ ხალხის მიმართ, რომელთაც თავში ჩაუდეს პროტესტის აღქმა, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ამის უკან იყო კარგად დაგეგმილი PR კამპანია, რომლითაც შეეცადნენ სტიგმატიზების და იარლიყების მიკერებით აეგორებინათ სახალხო მღელვარება.

ქართული საზოგადოება ძლიერია, ის საზოგადოებაა, რომელმაც გამოიარა 90-იანი, 2000-იანი წლები.

საზოგადოება ემოციების დაცხრომის შემდეგ ყველაფერს კარგად აანალიზებს და ხედავს. ეს ინიციატივა, რომელიც ევროკავშირშია, ვნახეთ, რომ მათ შორის სხვა ქვეყნებშიც იგივე ინიციატივას აჟღერებენ და აპირებენ შესაბამისი კანონების მიღებას, მათ შორის ევროკავშირში, პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. სტატიაში საქართველოზეც არის მითითება, გარკვეული უხერხულობაა, თითქოს, ერთი მხრივ იყო მოწოდება საქართველოს მიმართ არ მიიღოს ეს კანონპროექტი, თავად ევროკავშირი კი ასეთი სახის კანონზე მუშაობს.

საზოგადოება უბრუნდება შინაარს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ კანონპროექტის განხილვას, თუმცა დისკუსიამ თავის შედეგი გამოიღო. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა, ყველა შემდეგ ჯერზე, როდესაც იქნება საეჭვო ქმედება ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან, დარწმუნებული ვარ საზოგადოება, მედია, პოლიტიკოსებიც იკითხავენ რა ფინანსური ინტერესები დგას“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა