ანა ბუჩუკური - ის, რაც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით მოხდა, ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ქმედებაა

ის, რაც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით მოხდა, ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ქმედებაა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, რადიკალიზაციას ქვეყანაში სწორედ “ქართული ოცნება“ შობს.

“როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ რადიკალიზაცია შობს რადიკალიზაციას, ყველამ ვნახეთ, რომ რადიკალიზაციას “ქართული ოცნება“ შობს. უკვე გადავიდნენ ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირებასა და საზოგადოების გახლეჩაზე.

ამ დღეების განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება. ის, რაც ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით მოხდა, ბიძინა ივანიშვილის მესიჯია ამ ადამიანების მისამართით. ახლა შეწუხებულ სახეებსაც მიიღებენ და დააჯარიმებენ კიდეც, მაგრამ მომხდარი პირდაპირ წახალისებული და ორგანიზებულია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „ალტ ინფოს“ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოაგდეს და დაწვეს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო