გიგა ბოკერია „ალტ-ინფოს“ აქციაზე - ეს სამარცხვინო პუტინისტების ხროვა ივანიშვილის პრორუსული პროპაგანდისა და თამაშის ნაწილია

ყველასთვის ნათელი არის და უნდა იყოს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ფრთა, რომელიც ახლა გაააქტიურეს, რომ დაგვემუქრონ და სამოქალაქო დაპირისპირებითა და სისხლისღვრით დააშინონ საზოგადოება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ალტ-ინფოს“ მიერ გამართულ აქციას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის საფრთხის გამოყენებას და საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობენ.

„ეს არის ამათი თამაში, ზუსტად ისევე როგორც, ამ კრიზისის შემდეგ პირდაპირ ცდილობენ რუსეთის საფრთხის გამოყენებას, რომ აი ახლა ნახეთ შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ძალა, როცა ამის წინაპირობა თვითონ შექმნეს, ანუ თვითონ ქმნიან წინაპირობას, რომლითაც მერე ჩვენი საზოგადოების დაშანტაჟებას ცდილობენ.

ეს სამარცხვინო პუტინისტების ხროვა ივანიშვილის ამ თამაშის ნაწილია და ის, რომ თან პარალელურად დასავლელ ელჩებს ხვდებიან, როგორც გაირკვა და ისევ სურთ, რომ რაღაც ბუნდოვანება შეინარჩუნონ, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ეს, ვისაც ახლა რუსთაველზე ვუყურებთ, მათი სახეა და ამას უნდა ვუთხრათ უარი, ოღონდ ეს უნდა გავაკეთოთ გონივრულად, ისე, რომ მათ არ დავაზიანებინოთ ქვეყანა, ხოლო ამას სჭირდება იმ მორალური უპირატესობის, რაც რუსთაველზე ვნახეთ, თარგმნა პოლიტიკური ცვლილებების ენერგიაში და ამისთვის მზადება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი