მიხეილ სარჯველაძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარება-არგაზიარება დამოკიდებულია დისკუსიაზე, რომელიც კანონპროექტზე უნდა გაიმართოს, ამიტომ ჰქვია ამას რეკომენდაცია და არა სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დასკვნა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარება-არგაზიარება დამოკიდებულია დისკუსიაზე, რომელიც კანონპროექტზე უნდა გაიმართოს, ამიტომ ჰქვია ამას რეკომენდაცია და არა სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე დასკვნა ან მითითება,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ვენეციის კომისია იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ორმაგი ორი მესამედის პრინციპის იმპლემენტაციაზე საუბრობს, ის როგორც იურისტი, „ამ წესს კატეგორიულად უარყოფს."

„ასეთი რამ არსად არ არსებობს და მგონია, ეს იქნება პოლიტიკის ჭარბი დოზით შეტანა სასამართლოში, რაც კონსტიტუციის დოგმატიკასთან არ არის თავსებადი. ზოგადად, რეფორმა თვითმიზანი არ შეიძლება იყოს, უნდა ვთქვათ პრობლემა და მისი გამოსწორების გზა. როცა ხელისუფლება აგზავნის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში, მზად არის და სერიოზულად განწყობილია, რომ მხედველობაში მიიღოს რომელიმე კონკრეტული რეკომენდაცია, მაგრამ საკუთრივ რეკომენდაციის გაზიარება-არგაზიარება დამოკიდებულია დისკუსიაზე, რომელიც კანონპროექტის ირგვლივ უნდა გაიმართოს, ამიტომ ჰქვია ამას რეკომენდაცია და არ ჰქვია სავალდებულო იურიდიულო ძალის მქონე დასკვნა ან მითითება. თუ ვენეციის კომისია იტყვის ორმაგი ორი მესამედი კარგიაო, პოზიცია მე არ შემეცვლება,"- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას და აღნიშნა, რომ ოპოზიციის პოზიციონირებას, ამ დასკვნამ "ცივი წყალი გადაასხა."

„საკითხების რადიკალურად დაყენება ოპოზიციის მხრიდან, როგორც მათ სტილშია და როგორც სჩვევიათ, ვფიქრობ, მიუღებელია. მას შემდეგ, რაც კანონთან მიმართებით წინააღმდეგობა გამოვლენილი ნამდვილად არ ყოფილა, ასევე პრინციპულ მიდგომებთან მიმართებით არ არის გამოთქმული კრიტიკული შეხედულებები, უბრალოდ არის ცალკეული რეკომენდაციები ცალკეულ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაზეც იმსჯელებს პარლამენტი. ის მსჯელობა, რასაც სთავაზობდა ოპოზიცია საზოგადოებას აღმოჩნდა მცდარი, კერძოდ, პირდაპირ კოპირებაზე იყო აქცენტები გაკეთებული, ყველა იმ ადამიანს ცივი წყალი გადაასხა, ვინც ასეთ პოზიციონირებას ახდენდა. საუბრები რომ "ვიღაცას თუ არ შეეხება" და პერსონიფიცირება, როცა კანონმდებლობაზეა საუბარი, სრული უმეცრებაა, გათვლილია მხოლოდ პიარულ ნაბიჯებზე,"- განაცხადა სარჯველაძე.

ცნობისათვის, ვენეციის კომისიის დასკვნები როგორც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე, ასევე, სასამართლო რეფორმაზე უკვე მომზადდა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი