ევროპარლამენტის ზეწოლის შედეგად მოლდოვაში ოლიგარქი პლახოტნიუკი პოლიტიკურ სცენას ჩამოშორდა, იგივე დაემართება ივანიშვილს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“ გაიმართა.
“მინდა მოლდოვის შემთხვევა გავიხსენო, როდესაც ევროპარლამენტის მხრიდან დიდი ზეწოლის შედეგად, ოლიგარქი პლახოტნიუკი, რომელიც შიდა ვითარებაზე ასეთ ცუდ გავლენას ახდენდა, საბოლოოდ მოშორებულ იქნა ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იგივე რამ ბიძინა ივანიშვილსაც დაემართება, რომელიც ასეა მიბმული საქართველოს დღევანდელ რუსულ ორიენტაციას”, - განაცხადა ფოტიგამ.