ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე  - მორიგი ყვითელი ბარათი „ქართულ ოცნებას“  - მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება

„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ძალიან ბევრი კრიტიკაა და ეს კიდევ „ერთი ყვითელი ბარათის ჩვენებაა“ მმართველი გუნდისთვის.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს ეწევა.

„მორიგი ყვითელი ბარათი „ქართულ ოცნებას“. ახლახან გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის იმ რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმის განხორციელებას.

დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის საბჭოში, ხოლო ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი არც საბჭოს სრულყოფილ რეფორმირებას გულისხმობს და არც იმ პრობლემებს პასუხობს, რაზეც ვენეციის კომისია ჯერ კიდევ გასული წლის დასკვნაში წერს.

დასკვნაში ბევრი მწვავე კრიტიკაა. ეს დასკვნა მრავალჯერ ციტირებს კომისიის 2022 დასკვნასაც.

კომისიის 2022 წლის დასკვნაში პირდაპირაა საუბარი "კორპორატივიზმის პრობლემაზე" სასამართლოში, ეს აკადემიური ტერმინია და ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ კლანურ სასამართლოს ვეძახით, არაერთი წელია.

ისევ ნათელია, „ოცნება“ ეწევა საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს! ამაზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება!", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო