„ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართული ოცნების“ ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას ვგმობთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას გმობს. ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ეს არის „რუსული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგაა მიმართული.

„საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში! ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება!

რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას.

რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი. საქართველოს ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი. ძალისა და ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი.

საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ადამიანებს რომლის აქტიური პროტესტის შედეგად რუსულმა ოცნებამ უკან წაიღო რუსული კანონი.

ქართველი ხალხი შეასრულებს ისტორიულ მისიას და საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, ერთიანი და მშვიდობიანი!

ძალა ხალხშია, ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია!“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის