ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიმიტრი არაყიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზში ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა.

„დიმიტრი არაყიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსმა დავით შუღლიაშვილმა და მუსიკოლოგმა შიო აბრახამიამ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დიმიტრი არაყიშვილის შესახებ არაერთი უნიკალური ექსპონატი ინახება. ფოლკლორის დარბაზში ამ ექსპონატების დიდი ნაწილი - სანოტო გამოცემები, გრამფირფიტები, კომპოზიტორის სამეცნიერო კვლევები, მის შესახებ გამოცემები (ალბომები, წიგნები) - გამოიფინა.

ღონისძიებაზე აჟღერდა დიმიტრი არაყიშვილის მიერ ჩაწერილი ფოლკლორის ნიმუშები, რომლებიც ანსამბლმა „ანჩისხატმა“ და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს.

დიმიტრი არაყიშვილი სამართლიანად არის აღიარებული ეროვნული, პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად. ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც მან კვალი არ დატოვა.

განსაკუთრებულია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებაში. 1901-1908 წლებში დიმიტრი არაყიშვილმა ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. ფონოგრამის ლილვაკებზე ნიმუშების ჩაწერის შემდეგ არაყიშვილს მასალა ნოტებზე გადაჰქონდა.

მართალია, საქართველოში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ არაყიშვილმა ეს საქმე მაღალ პროფესიულ საფეხურზე აიყვანა.

დიმიტრი არაყიშვილი იყო თბილისის კონსერვატორიის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის