ლევან ხაბეიშვილი - 9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე - ამასობაში დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აქციით მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ „საქართველოს ვერ გაარუსებენ“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ „იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“.

„რუსული კანონის მიღების, სასტიკი დარბევის და იმას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, „რუსული ოცნების“ წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები. კრემლს, ფაქტობრივად, „მესიჯი“ გაუგზავნეს, რომ ტაქტიკურად დაიხიეს უკან და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას. დღეს მოვისმინეთ ისტერიკაში, პანიკაში მყოფი ირაკლი კობახიძის ძალადობრივი განცხადებები. საუბრობდნენ რეპრესიებზე, სატანისტები უწოდეს ახალგაზრდებს, ვინც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავდნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მოქმედებაზე გადავიდეთ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თემის განხილვა მიმდინარეობდა სტრასბურგში. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პუტინის ტყვეების საკითხი - საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილზე, სტრასბურგში ამ ღონისძიებების პარალელურად, ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათმა ბანდ-ფორმირებებმა, რუსულმა ე.წ. ალტ-ინფომ, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“, ევროკავშირის დროშა დაწვა. ეს იყო ნათელი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ქართველ ხალხს უნდა ევროპაში. ქართველ ხალხს არ უნდა ანწუხელიძის მკვლელებთან, ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთის გუბერნია ვიყოთ. ჩვენ გვინდა ევროპული უსაფრთხოება, ევროპული მშვიდობა, ევროპული ეკონომიკა, ევროპული სიბერე ჩვენი დედებისთვის, ჩვენ გვინდა ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და ამასობაში, დრო მივცეთ „რუსულ ოცნებას“, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ როგორც რუსული კანონპროექტი გაიწვიეს 3 წუთში, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი