თეონა აქუბარდია - რეალურად არ აპირებენ ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებას და აპირებენ ხალხის მოტყუებას, რომ შენიშვნები არ ყოფილა - უნდა ვაიძულოთ, რაც იქ წერია, გავაკეთებინოთ

რეალურად არ აპირებენ ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებას და აპირებენ ისევ და ისევ ხალხის მოტყუებას, რომ შენიშვნები არ ყოფილა , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თეონა აქუბარდიას თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს ისე, როგორც ამას ეუბნებიან, გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსს გვაკარგვინებენ.

„არ მიყვარს ხოლმე შეურაცხყოფები, მაგრამ ასე უტიფრად რომ დადგა ამხელა პარლამენტის თავმჯდომარე, თვალებში უყურებდა იმდენ ადამიანს და იძახდა, რომ უარყოფითი შენიშვნები არ მოსულაო, ხალხო როგორ შეიძლება? - ინგლისური კითხვა ნამდვილად იცის და ორივე რეკომენდაციაში იმხელა კრიტიკაა და იმდენი პრობლემაა, იქნება ეს დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა თუ სხვა, არაფერი შენიშვნა არ არისო და განვიხილავთ ამ ყველაფერსო რომ იძახის, რას განიხილავს? რაც იქ რეალურად წერია?

ისინი რეალურად არ აპირებენ ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებას და აპირებენ ისევ და ისევ ხალხის მოტყუებას, რომ შენიშვნები არ ყოფილა და მივიღებთ იმას, რომ არ ჩაითვლება შესრულებულად. ახლა ყველანაირად უნდა ვაიძულოთ, რომ იქ რაც წერია ის გავაკეთებინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რომ დავჯდე, ვუყურო და ველაპარაკო რა აზრი აქვს? ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც ღიად უთხრეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, უნდა მოვახერხოთ ეს. თუ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს ისე, როგორც ამას ეუბნებიან, გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსს გვაკარგვინებენ ამჯერადაც, არა მხოლოდ რუსული კანონით. მათ არ უნდათ ეს ყველაფერი და უნდა ვაიძულოთ, რომ გააკეთონ, არა იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიწეროს ქულები, არამედ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ძალიან პატარა დრო გვაქვს დარჩენილი და ჩვენ თუ ეს დრო არ გამოვიყენეთ, ძალიან დიდი ხნით უკან დავიხევთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა