„ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი „ლუციფერის მხილება“ დარიგდა

პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი „ლუციფერის მხილება" დარიგდა.

როგორც „ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს უკვე გადაეცა.

ლანა გალდავასთვის უცნობია, მათ გარდა კიდევ ვინ მიიღო „ლუციფერის მხილება". მისი თქმით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.

„გუშინ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ დამნაშავე, ეგზალტირებული ჯგუფის მიერ ევროკავშირის დროშა იწვოდა, საქართველოს პარლამენტში ალქოჩარის - ვინმე ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი „ლუციფერის მხილება" დარიგდა.

პარლამენტის შენობაში აპარატის თანხმობის გარეშე მსხვილი ტირაჟით სახელმძღვანელოებს ვერ შეიტანენ. თითო ფურცელი რომ შევიტანოთ, უსაფრთხოების ყველა საფეხური უნდა გავიაროთ. საკუთარ სამუშაო ოთახში დასაკიდად გელათისა და ვარძიის ფრესკების ფოტოები რომ შემეტანა, უსაფრთხოების ხუთი საფეხური გავიარე.

წაგიკითხავთ მის წინასიტყვაობას: „აშშ ცდილობს რა შეცვალოს ღვთით დადგენილი კაცობრიობის განვითარების წესი, სხვა არაფერია თუ არა ლუციფერად გამოცხადება".

ამ წიგნში არის ყველა ის შეთქმულების თეორია, რასაც პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის წევრები ასაღებენ ანუ ამ სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობენ. ასახულია ყველა შეთქმულების თეორია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ისმის სატანისტების შესახებ და ასე შემდეგ.

ერთის მხრივ ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს.

იმის ნაცვლად, რომ პარლამენტის აპარატი კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტს არიგებდეს, ასეთ სახელმძღვანელოებს არიგებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ და სახელობითად ოპოზიციის წევრებისდამი არის გამიზნული", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის