ანა ნაცვლიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის არსებული ვერსიის მიღება შეიცავს საფრთხეებს, ის გადაიქცეს რეპრესიების მექანიზმად და იყოს მორიგი დივერსია ევროპის  გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ

ვენეციის კომისიის ორივე დასკვნაში სადმე თუ ნახავს პაპუაშვილი პოზიტიურ პარაგრაფს, გვაჩვენოს საჯაროდ! - "ქართული ოცნება" ტყუოდა ამ თვეების განმავლობაში, ის ქმნიდა სამუშაო პროცესის იმიტაციას, რომლის შედეგიც ვიხილეთ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტსა და სასამართლო რეფორმის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არც ერთი კანონპროექტი არ პასუხობს რეკომენდაციებს და უფრო მეტიც, დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის იქნება გამოყენებული რეპრესიის მექანიზმად და იქნება მორიგი დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის გზაზე.

"გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ურცხვად მოიტყუა, როცა საზოგადოებას უთხრა, რომ პოზიტიური დასკვნებია ჩამოსული. მე ხელთ მაქვს ორივე დასკვნა, ორი მტკიცებულება იმის, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და მათ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტი მიზნად ისახავს არა სტატუსის მიღებას, არამედ ჩაგდებას.

სასამართლო რეფორმასთან მიმართებით დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა მასშტაბური რეფორმის განხორციელება მათ შორის იუსტიციის საბჭოში და არა მხოლოდ, ხოლო ის, რაც გაგზავნა "ქართულმა ოცნებამ", არის ფასადური და იმდენად მცირე მასშტაბით, რომ ვერ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ვერც ვენეციის კომისიის წინა 4 დასკვნაში მითითებულ კრიტიკული მნიშვნელობის საკითხებს.

მეორე კანონპროექტი ეს არის დეოლიგარქიზაციის შესახებ, რასთან მიმართებაშიც კომისია ამბობს, რომ ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, არის პერსონიფიცირებული მიდგომა, ხოლო კომისია უპირატესობას ანიჭებს და რეკომენდაციას უწევს სისტემურ მიდგომას. პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ პერსონიფიცირებული მიდგომა დეოლიგარქიზაციის, შეიძლება დევნის და რეპრესიების მექანიზმად იქნას გამოყენებული, მით უფრო ისეთი სუსტი დემოკრატიის პირობებში, რაც საქართველოშია.

ამ ორივე დასკვნაში სადმე თუ ნახავს პაპუაშვილი პოზიტიურ პარაგრაფს, გვაჩვენოს საჯაროდ!

ფაქტია, "ქართული ოცნება" ტყუოდა ამ თვეების განმავლობაში. ის ქმნიდა სამუშაო პროცესის იმიტაციას, რომლის შედეგიც ვიხილეთ. ამ დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არათუ რეკომენდაციის შესრულება ვერ იქნება, არამედ შეიცავს საფრთხეებს, რომ ის გადაიქცეს რეპრესიების მექანიზმად და იქნება მორიგი დივერსია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა