ანა ნაცვლიშვილი - საკუთარი თანაპარტიელებიც კი, ევროპულ ოჯახში, ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავალი ააყირაოს

საკუთარი თანაპარტიელებიც კი, ევროპულ ოჯახში, ღიად აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავალი ააყირაოს - ეს იყო ევროპარლამენტში გამართული დებატების არსი, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა ქართველი ხალხის მისამართით, რომელთანაც ხელისუფლება ღია დაპირისპირებაში შევიდა.

"მხარდამჭერი განცხადებები იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 7-8 მარტის აქციაზე, შიშველი ხელებით, ძალადობის მიუხედავად გაერთიანებით გამოჭედეს ევროპული მომავალი, ხელისუფლების მიმართ ისმოდა მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის, იმ პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც კი, რომლის წევრიც არის "ქართული ოცნება". საკუთარი თანაპარტიელებიც კი ევროპული ოჯახიდან ღიად აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავალი ააყირაოს, ეს იყო ამ დებატების არსი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს უპირისპირდება და არათუ წყლის ჭავლით, გაზით, არამედ საბჭოთა მეთოდით ცდილობს გაუსწორდეს, აკავებს, აჯარიმებს, საკუთარ ხალხთან შევიდა დაპირისპირებაში ძალიან ღიად და მკაფიოდ და ეს როგორ მთავრდება ხოლმე, ამის არაერთი მაგალითი არსებობს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის