პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების დარიგების საკითხზე პარლამენტის აპარატი განმარტებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების დარიგების საკითხზე განმარტავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) პუბლიკაცია პარლამენტის აპარატს საკუთარი ინიციატივით არ დაურიგებია.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნებს არიგებს. განვმარტავთ, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის ფუნქციას არ წარმოადგენს, საკუთარი ინიციატივით, პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის წიგნების ან სხვა საჩუქრების დარიგება. პარლამენტის აპარატის კანცელარიის მიერ ადრესატებამდე დაიგზავნა მოქალაქე ალექსანდრე ქოჩიაშვილის (ალქოჩარი) მიერ გამოგზავნილი, მისივე ავტორობით გამოცემული პუბლიკაცია.

ადრესატებში განსაზღვრული იყო საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ფრაქციების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წევრები. საქართველოს პარლამენტის აპარატის კანცელარია არ ახორციელებს კორესპონდენციების გადარჩევას, არ ახდენს ადრესატების ფილტრაციას და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, პარლამენტში ანტიამერიკული შინაარსის წიგნი „ლუციფერის მხილება“ დარიგდა.

როგორც „ლელოს“ აპარატის ხელმძღვანელმა ლანა გალდავამ განაცხადა, წიგნი პარლამენტის აპარატმა დაარიგა და ის ოპოზიციონერ დეპუტატებს უკვე გადაეცა.

ლანა გალდავასთვის უცნობია, მათ გარდა კიდევ ვინ მიიღო „ლუციფერის მხილება". მისი თქმით, წიგნზე წერია, რომ ის გამიზნულია პარლამენტარების, სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის