პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები მარკერით მონიშნეს და გასაცნობად პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს კაბინეტის მისაღებში დაუტოვეს.
ნაცვლიშვილის თქმით, პაპუაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას ან თავად ვერ კითხულობს ან არაკომპეტენტური არიან ადამიანები, ვისაც პაპუაშვილმა დასკვნის გაცნობის დავალება მისცა, მათ კი ვერ მოძებნეს, თუ რა წერია რეალურად ვენეციის კომისიის დასკვნებში.
"ამიტომ მას დავეხმარებით, მარკერით გავუხაზავთ, რითაც დასკვნის შინაარსს აღვნიშნავთ.
ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტები 12 რეკომენდაციის მოთხოვნებს არ შეესაბამება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.