თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტის“ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და "საქართველოს უნივერსიტეტის" სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, საპროტესტო აქციებით გაბრაზებული ხელისუფლება ახლა განტევების ვაცს ეძებს და რეპრესიებს იწყებს.

როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა, ცალსახად და ნათლად ჩანს "ქართული ოცნების" შურისძიებისა და თავისუფალი სივრცეების შეზღუდვის სურვილი.

"ქართული ოცნება" თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტზე თავდასხმით იმ თავისუფალი სივრცეებზე შეტევას ცდილობს, სადაც ადამიანები ცდილობენ მიიღონ განათლება და დემოკრატიულ ღირებულებებს ეზიარონ. ეს შეტევა სწორედ თავისუფალი ადამიანების გაქრობას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებ ყველა უნივერსიტეტს, ამ ორი უნივერსიტეტის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინონ, რადგან თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ეს ხელისუფლება ყველა უნივერსიტეტს მიადგება.

ხელისუფლება არის გაბრაზებული და ეძებს მიზეზებს, რათა ვიღაცები დასაჯოს. "ქართული ოცნება" არ ახდენს საკუთარ შეცდომებზე რეფლექსიას და გადასულია რეპრესიებზე", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ხატია დეკანოიძის თქმით, აღნიშნულ უნივერსიტეტებში განათლებული და პატრიოტი თაობა სწავლობს, ხოლო თაობას, რომელიც კარგად სწავლობს, განათლებას იღებს, თან მუშაობს და დოვლათს ქმნის, ხელისუფლება საფრთხედ მიიჩნევს.

"საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლების პირველი ნაბიჯი იყო დარტყმა განათლებასა და უნივერსიტეტებზე. "ფრანკლინის კლუბში" ბავშვები ცოდნას სხვადასხვა დისციპლინაში იღებენ. ამიტომ მათი შემდეგი ნაბიჯია განათლებასა და თავისუფალ სივრცეებზე დარტყმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან