ანა ბუჩუკური - პარადოქსული სიტუაციაა: ხალხი პროევროპელია, ხელისუფლება კი მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ეს გზავნილი პარტნიორების მხრიდან დანახულია

პარადოქსული სიტუაციაა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე. პარადოქსია ის, რის გამოც ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ქართველი ხალხის გზავნილი კარგად დაინახეს.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ჩვენმა პარტნიორებმა კარგად დაინახეს და კიდევ ერთხელ და დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხი არის პროევროპელი და მათი არჩევანი არის მტკიცე, რაც უკავშირდება ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი სამშობლოს გაწევრიანებას. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დამსახურებით, მათი პოლიტიკა დაკავშირებული იქნა რუსეთის ინტერესებთან და ისინი ფაქტის კონსტანტირებას ახდენენ, რომ მათი მოქმედება არის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება. მე საერთოდ არ მიხარია, რომ პირდაპირ საუბრობენ ევროპარლამენტში ამ ქვეყნის ხელისუფლების მოქმედების რუსულ ინტერესებზე. დადებითია ის, რომ ქართველი ხალხის გზავნილი დანახულია. ასეთი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს ამ ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე და ეს ის უცნაურობა და პარადოქსია, რის გამოც გაიმართა დებატები ევროპარლამენტში,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება