ხატია დეკანოიძე - პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა ჩააგდოს - უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის წინაღობაა!

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი ისევე უნდა ჩააგდოს, როგორც მას რუსული კანონის ჩაგდება მოუწია - უნდა ჩავარდეს ყველა ის კანონპროექტი, რომელსაც ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა აქვს და არის წინაღობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის! - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების" პროპაგანდა იმის თაობაზე, თითქოს ვენეციის კომისიის დასკვნა გაგზავნილ კანონპროექტებთან დაკავშირებით პოზიტიურია, რეალურად ნეგატიური აღმოჩნდა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა სავსეა პოსტულატებითა და ფაქტებით, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა.

„ვენეციის კომისიის დასკვნა ცალსახად უარყოფითია. კომისია საკუთარ დასკვნაში ამბობს, რომ კანონპროექტი ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, ახდენს სტიგმატიზებას - შესაძლოა რეპრესიული ინსტიტუტების მიერ იმ ადამიანების განპირობება მოხდეს, რომელიც შესაძლოა ამ კანონის მოქმედების ქვეშ მოხვდეს. გარდა ამისა, უკრაინაში არის სხვა რეალობა, საქართველოში - სხვა და ეს თქვა ვენეციის კომისიამ. ესეც ჩვენ ნათქვამს დაემთხვა. ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში ყურადღებას სისტემურ რეფორმებზე ამახვილებს, მათ შორის არის ის, რომ სახელმწიფოს მიტაცება და ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ დიდი ნაკლოვანებები და ხარვეზები არის ყველა ინსტიტუტში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს