სერგო ჩიხლაძე - ევროპარლამენტარები ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“  რუსეთისკენ - ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება

ევროპარლამენტარები ძალიან ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ სტრასბურგში ევროპარლამენტართან და „ალდეს“ პრეზიდენტთან, ილჰან კიუჩუკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ანგარიშს უკვე აღარავინ უწევს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც ევროპელ კოლეგებს საუბარი სურთ.

ამასთან, როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ „ალდე“ ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას დააინიცირებს, რომელიც საქართველოში ჩამოვა და პოლიტიკოსებს შეხვდება.

“ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი! დღეს შეხვედრაზე „ალდეს“ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა. პირველი ის, რომ როგორც „ალდე“, ისე სხვა პოლიტიკური ოჯახები, ძალიან ნათლად ხედავენ, საქართველოს მოსახლეობა არის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ხოლო „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ. ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!

მეორე - "ალდე" დააინიცირებს ევროპარლამენტარებისგან შემდგარ სპეციალურ მისიას, რომელიც ჩამოვა, მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის და პოლიტიკურ მოთამაშეებს შეხვდება, განსაკუთრებით ოპოზიციას.

მესამე - „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარავინ უწევს ანგარიშს და მხოლოდ ოპოზიციაა ის ძალა, რომელთანაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს საუბარი სურთ.

ოპოზიციამ ევროკავშირის ინტეგრაციასთან მიმართებით ინიციატივა ხელში უნდა აიღოს, სხვა ალტერნატივა არ არის, რადგან ყველა ხედავს, მათ შორის ევროპაში, რომ ხელისუფლება არის პრორუსული!“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

შეგახსენებთ, სამი ოპოზიციური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”, “დროა” და “გირჩი მეტი თავისუფლება” სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტართან და ალდეს პრეზიდენტთან, ილჰან კიუჩუკთან გამართეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა