მამუკა მდინარაძე - ბნელი სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა - ვერც სანქციას დააკისრებს ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება

თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს.

„არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მისი მომავალი ვერ იქნება. სააკაშვილი ამ ქვეყნის ბნელი წარსულია. ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი ჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრება. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს - ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ, რადგან სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს, თავისი სახელები დავარქვათ ყველაფერს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება იყოს ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებიდან ყოველთვის, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. ასეთი შთაგონებები, შეგონებები, მუქარები თუ ა.შ. არის წარმოუდგენელი, დამაზიანებელი და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, ვინაიდან საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს კაცი არის ბნელი წარსული, ეს კაცი არის იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც პატიმრებს აწამებდა, აუპატიურებდა, კლავდა ციხეში, ამ სისტემის შემქმნელი ე.წ. პრეზიდენტის კუჭზე საქართველოს ევროპული მომავალი ვერ გავა.

საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანა, ასეთი პრეცედენტი, ასეთი ჩანაწერი არ მოიძებნება, რომც მოიძებნებოდეს, ასეთის საფუძველი არ არის. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილის იმ ბნელი წარსულის, მწამებელი სისტემის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი. შეუძლია ოდნავ მეტი შეჭამოს და პრობლემა აღმოიფხვრება, ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფო ამ პრიმიტიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა