მამუკა მდინარაძე - მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომელსაც ისინი 2012 წლის შემდეგ აკეთებენ

მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომელსაც ისინი 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელსაც უნდა „გააშავოს“ საქართველოს ხელისუფლება და პრორუსის იარლიყი მიაწებოს, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ლობისტებთან ერთად ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას დაარქვას პრორუსი.

„ცდილობენ, რომ სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს. ამ შემთხვევაში, ასეთი განცხადებებით იმ ნარატივის ლობირება იყო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის მოხსნას ემსახურება, ასევე იმ მიზანს და სტრატეგიას, რომ „საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა“. ამ მიზნიდან გამომდინარე „ნაცმოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც მათ ნარატივს მხარს უჭერენ, „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მთავარ კომპლექსს ებრძვიან იმის შესახებ, რომ მათ თავის დროზე ჩაიდინეს ამ ქვეყნის ღალატი, გაყიდვა. ეს მდგომარეობდა შემდეგში, თავის დროზე ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს, ხელი მოუწერეს პუტინს ომის დაწყებაზე. აქედან გამომდინარე, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ცრუ ნარატივს, რომ მაგალითად, ვიღაც აპირებს რუსული კანონის მიღებას. ასეთი იარლიყის მიწებება ყოველ ჯერზე წარუმატებელი იქნება. შეიძლება რაღაც მომენტში მცირე წარმატებას მიაღწიეს იმის ხარჯზე, რომ კამპანია დაალაგეს, რომელმაც გარკვეულ პირთა ჯგუფზე იმოქმედა. ამ დღეების განმავლობაში, იქ იდგნენ ადამიანები, რომლებსაც რაღაცების გულწრფელად სჯეროდა, მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთიც [იდგა], რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, კონკრეტული ფაქტები არსებობს, როცა მასწავლებელი არის „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, აბულინგებს თავის მოსწავლეებს იმის გამო, რომ არ ეთანხმება თავის მოსწავლეების პოლიტიკოს მშობლებს.

„აქვეყნებს სიას... ფაშიზმს და ბოლშევიზმს ერთად რა ჰქვია, თუკი რაიმე სახელი ეწოდება, ეს შეიძლება დავარქვათ ამას. არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ვუფრთხილდები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. განათლების სამინისტროსთვის მშობელს, რომელიც არის პოლიტიკოსი, არ მიუმართავს და ამას ჰქონდა თავის კონკრეტული საფუძველი. განათლების სამინისტრო და მინისტრი შეიძლება საერთოდ არ იყოს საქმის კურსში და ახლა შეიძლება დაინტერესდეს, რადგან მე მომიწია ამის თქმა. მე ვარ საქმის კურსში, მაგრამ არც მე და არც მის მშობელს არანაირი რეაგირება არ მოგვიხდენია, გამოვედით ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, იყო თხოვნა ჩემი კოლეგის მხრიდან, მშობლის მხრიდან, რომ იქნებ აღარ მივცეთ ამას გაგრძელება. ადგილზე რეაგირებაც არ მოჰყოლია, განათლების სამინისტრო არ არის საქმის კურსში”,- განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იყო მათი მხრიდან „ფრანკლინის კლუბის“ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, გაკეთებული განცხადებებიც ბულინგი, როცა ითქვა, რომ „აქციაზე ანარქისტები არიან“ და „სატანის ფორმებში გამოწყობილი ბავშვები იხილეს“, რაზეც მდინარაძის პასუხია, რომ ეს მესიჯი ამ ბავშვების ლექტორებს და ტრენერებს მიემართებათ.

„ფრანკლინის კლუბში“ ბავშვები არ მოდიან მათთვის დამაზიანებელი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენ ვსაუბრობთ ლექტორებზე, ტრენერებზე, რომლებმაც შეიძლება ბავშვის ფსიქიკა დააზიანონ. ვაკონკრეტებ, ვინმემ რომ არ შეძლოს ამით სპეკულაციაც კი, არც ერთ ბავშვს და არც ერთ მშობელს არ უნდა, მიიყვანოს ბავშვი უნარების გასავითარებლად და მისთვის დამაზიანებელი ინფორმაცია მიიღოს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ადგილი, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ლექციებს, „ფრანკლინის კლუბი“ იქნება თუ სხვა რამდენიმე ადგილი. იმას კი არ ცდილობენ, რომ ცოდნა და სამშობლოს სიყვარული განუმტკიცონ, არამედ, სხვა საკითხებით დააინტერესონ, რაც არ არის ლეგიტიმური კანონიერად კი არა, მორალური თვალსაზრისით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო