კახა გოგოლაშვილი - მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს, სიტუაცია დაარბილოს და შემდეგ განმუხტვაზე იმუშაოს, ამის ნაცვლად, „ცეცხლს უნთებს“ - დასავლეთთან და საკუთარ ხალხთან დაპირისპირება წაგებული თამაშია

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებით, რეპუტაციული ზიანი მიიღო,- ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მთავრობა სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, „ცეცხლს უნთებს“ .

„ჩვენი მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ სიტუაცია დაარბილოს და შემდეგ განმუხტვაზე იმუშაოს, ამის ნაცვლად, პირიქით ცეცხლს უნთებს და ცდილობს კონფლიქტი გააღვივოს. შეუძლებელს ხდის ევროპულ ინსტიტუტებთან დიალოგს. არ შეიძლება ამის დიდ ხანს გაგრძელება, ბოლოს უკვე იზოლირება ხდება.

ევროკავშირი, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია ვის ელაპარაკება? - მთავრობას ელაპარაკება. ქვეყანას, რომელსაც უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, შეუძლებელია ასე მიაღწიოს რამეს.

მთავრობას რეალურად არ უნდა ევროკავშირში, ხოლო ხალხს უნდა. ვხედავთ, რომ ყველაფერს რასაც „ქართულ ოცნება“ და მისი ხელმძღვანელობა აკეთებს, ევროკავშირში გაწევრიანებისგან გვაშორებს.

„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიცირებით რეპუტაციული ზიანი მიიღო. რადგან ხელისუფლებას რეპუტაციული ზიანი მიადგა, ამიტომ მოსახლეობის წინაშე თავის გამართლებას შეეცდებიან იმისათვის, რომ ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ შეუმცირდეთ. ამას თან სდევს ილუზია იმისა, რომ მაინც მიიღებენ. ახლა თუ არა 2-3 თვის შემდეგ, როცა დაწყნარდება ვითარება“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე განმარტებით, დასავლეთთან და საკუთარ ხალხთან დაპირისპირება, წაგებული თამაშია.

„შენ მოითხოვე ევროკავშირში შესვლა და არის კონკრეტული პროგრამა, რომელიც უნდა შეასრულო, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდე. საუბარი, რომ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ სუვერენიტეტი, ეს არის სპეკულაციური საუბრები. ეს არის გაუთვითცნობიერებელ მსმენელზე გათვლილი. დასავლეთთან და საკუთარ ხალხთან დაპირისპირება, წაგებული თამაშია“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს.

„იმ საუბრებიდან, რაც მოვისმინეთ, ევროკავშირმა პირდაპირ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევს“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი