ილია დარჩიაშვილმა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი.

უწყების ცნობით, ორივე მხრიდან ხაზი გაესვა 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ და, შედეგად, საქართველომ გადაინაცვლა გაფართოების პაკეტში.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას და ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას და პრაქტიკულად მოამზადებს ქვეყანას წევრობისთვის. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ასევე განხილული იქნა, როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ასევე სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის