ხათუნა სამნიძე - პარტნიორების მთავარი გზავნილია, რომ ჯერ კიდევ არის დრო - დიახ, 12 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე, მთავარი გზავნილი იყო ის, რომ 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, აუცილებელია ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

როგორც სამნიძემ საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჯერ კიდევ არის დრო, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორები ხედავენ, თუ რამდენად მძიმეა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური განცხადებები, არის თავდასხმა ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასევე ანტიდასავლურობაც ქმნის პრობლემას, იმედია ესეც გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ .

მთავარი, რაზეც ასევე იყო საუბარი - დიახ, 12 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

ჯერ კიდევ არის დრო და ჩვენ შეგვიძლია, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ბოლომდე მივიყვანოთ, მივიღოთ ევროპული სტატუსი. ამისთვის ჩვენი პარტნიორები მზად არიან და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ. როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ერთად მუშაობის გარეშე, ეს მიზანი არ მიიღწევა“,- განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს