გიორგი მარგველაშვილი - უნდა ჩამოყალიბდეს საბჭო, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი "მესიჯით" გამოვიდნენ, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება - დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს

დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი "მესიჯით" გამოვიდნენ, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი საბჭოს შექმნა ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს და უბრალოდ ოპოზიციური პარტიების გამსხვილება უნდა მოხდეს.

„ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, ერთიანი „მესიჯით“ გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარტიების გამსხვილება, ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხმა მისცეს არა შავი-თეთრის რეჟიმში, არამედ ალტერნატივასაც. მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ პარტიებს და მესამე ცენტრს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაონ.

„გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტით - ასე გაგრძელება შეუძლებელია, დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი, ასეთი უნდობლობის ფონზე სახელმწიფოს მართვა ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების, შეცვლის ალტერნატივა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა