ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი "სეკრეტ სანტა", რომელმაც გვაჩუქა მერაბიშვილი და  ხაბეიშვილი - მადლობა ამ ორი საჩუქრისთვის

ფული არის მათი ერთადერთი რესურსი. რაც შეეხება რეპუტაციას, აქ სერიოზულად უჭირთ. რეალურად, რაც არის ნაცმოძრაობის რესურსი, ისინი ეცდებიან, რომ ის რესურსი შეინარჩუნონ. რამდენად მოახერხებენ დაახლოებით ამ, 30 პროცენტიანი რესურსის შენარჩუნებას, ესეც ვნახოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძნელად წარმოსადგენია, რომ "ნაცმოძრაობამ" შეძლოს, თუნდაც 30- პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება გამომდინარე იმ რეპუტაციიდან, რომელიც კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ხაბეიშვილს აქვთ.

,,რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის და ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს ნაცმოძრაობაში. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, რომ თუ მოვლენ ხელისუფლებაში, გახსნიან მეორე ფრონტს და ა.შ. ესეც იყო 7 ნოემბრის ავტორი; 26 მაისი ავტორი, იმედში შემოჭრის ავტორი, ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი სეკრეტ სანტა, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი - დიდი მადლობა კეზერაშვილს ამ ორი საჩუქრისთვის,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება