ვოლოდიმირ ზელენსკი “რამშტაინის“ შეხვედრის შედეგებზე - რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს

არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც უკრაინის დახმარების საკითხზე “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„“რამშტაინის“ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე შეხვედრა. საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები ჩვენი მეომრებისთვის, უკრაინის ცის დაცვა - ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, რომელიც კოორდინაციას უწევს “რამშტაინს“, და ყველა ჩვენი პარტნიორის დახმარებისთვის და ურყევი სურვილისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს. არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის დასამარცხებლად აუცილებელია ზეწოლის მუდმივად ზრდა.

„მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის წინააღმდეგ. ზეწოლა ჩვენს თავდაცვაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, იმ გზების განადგურებაში, რითაც რუსული სახელმწიფო და მისი კომპანიები სანქციებს გვერდს უვლიან, პოლიტიკურ და იურიდიულ ზეწოლაში.

რაც უფრო მეტ ზეწოლას განვახორციელებთ მათზე, მით უფრო სწრაფად წავალთ წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს იგრძნონ. ეს არის ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობა - ნაბიჯ-ნაბიჯ, უწყვეტად”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გუშინ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ვალდებულებას იღებენ. ასევე, მისი თქმით, ცხრა ქვეყანა გეგმავს, უკრაინას "ლეოპარდის" 150-ზე მეტი ტანკი გადასცეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის