რუსეთის ელჩი - რუსულ თვითმფრინავებზე განზრახ თავდასხმა უდიდესი ბირთვული ძალისთვის ომის ღიად გამოცხადება იქნება

ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებზე განზრახ თავდასხმა უდიდესი ბირთვული ძალისთვის ომის ღიად გამოცხადება იქნება, - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„ზოგიერთი კანონმდებლის მოწოდება ბევრად სცილდება საღ აზროვნებას“, - აღნიშნა ანტონოვმა ამერიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის თქმითაც აშშ-მა უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომებიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აშშ-ის საფრენ აპარატს კიდევ მიუახლოვდებიან.

„რუსეთის თვითმფრინავზე განზრახ თავდასხმა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში არა მხოლოდ დანაშაულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არამედ ომის ღია გამოცხადება უმსხვილესი ბირთვული ძალის წინააღმდეგ. შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის რადიკალურად განსხვავებული იქნება „პროქსი ომისგან“. არის კაპიტოლიუმი მზად, დააყენოს ამერიკის მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხის წინაშე? გაგვეცი პასუხი, პატივცემულო სენატორო!"- აღნიშნა ელჩმა.

მისი მტკიცებით, პენტაგონისთვის სირცხვილია ძვირადღირებული აღჭურვილობის დაკარგვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, აშშ-ის სამხედროებმა არაპროფესიონალურ ქმედებებზე ბრალდებები საკუთარ თავს უნდა წაუყენონ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის