გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარებთან ვმსჯელობთ, როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ქართველი ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას - ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი

ოთხი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა სტრასბურგში, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამოცანა არის საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს.

“დილემა ასეთია - ხელისუფლება რუსეთისკენ მიმართული, ხალხი - ევროპისკენ. როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას - ეს არის ის შინაარსი, რაზეც ვმსჯელობთ და აქ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხი, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, რამაც შეიძლება საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოდან ჩასული დელეგაცია შეხვედრებს ბრიუსელში, აღმასრულებელ ორგანოებში განაგრძობს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა