რუსთავის მერიამ უხუცეს რუსთაველ მხატვარ გიორგი ჩალაძეს პერსონალური გამოფენა მოუწყო

რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გიორგი ჩალაძეს ღვაწლისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა თბილისის საკრებულოს მასპინძლობისთვის და რაც მთავარია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩალაძეს, იმ ღვაწლისთვის და იმ შთამბეჭდავი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში რუსთავში ეწეოდა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.

მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტარები ირაკლი ზარქუა, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, ხელოვანები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ბატონი გიორგის ნამუშევრების გამოფენას, ის არის მართლაც საამაყო და დიდი ხელოვანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი ქალაქის - რუსთავის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ ასეთი ხელოვანებისა და ადამიანების მასპინძლები ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 92 წლის უხუცესი ხელოვანი გიორგი ჩალაძე, რუსთავის სამხატვრო სკოლისა და მხატვართა გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელია.

„განათლების მიღება პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო, შემდგომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების განხრით გააგრძელა. ფერწერაში მუშაობა მოგვიანებით გადაწყვიტა. სპეციალისტების აზრით, ქანდაკების გავლენა მის ფერწერას სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალური სტილს ანიჭებს. გიორგი ჩალაძის შემოქმედება არაერთ კატალოგშია შესული, მათ შორის ერთ-ერთია გერმანული ენციკლოპედია - „ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი“. პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

რუსთავის მერიამ უხუცეს რუსთაველ მხატვარ გიორგი ჩალაძეს პერსონალური გამოფენა მოუწყო

რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გიორგი ჩალაძეს ღვაწლისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა თბილისის საკრებულოს მასპინძლობისთვის და რაც მთავარია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩალაძეს, იმ ღვაწლისთვის და იმ შთამბეჭდავი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რასაც ის წლების განმავლობაში რუსთავში ეწეოდა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.

მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტარები ირაკლი ზარქუა, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, ხელოვანები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ ბატონი გიორგის ნამუშევრების გამოფენას, ის არის მართლაც საამაყო და დიდი ხელოვანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საყვარელი ქალაქის - რუსთავის. ჩვენ რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ ასეთი ხელოვანებისა და ადამიანების მასპინძლები ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 92 წლის უხუცესი ხელოვანი გიორგი ჩალაძე, რუსთავის სამხატვრო სკოლისა და მხატვართა გაერთიანების ერთ-ერთი დამაარსებელია.

„განათლების მიღება პედაგოგიურ სასწავლებელში დაიწყო, შემდგომ სწავლა სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების განხრით გააგრძელა. ფერწერაში მუშაობა მოგვიანებით გადაწყვიტა. სპეციალისტების აზრით, ქანდაკების გავლენა მის ფერწერას სრულიად განსხვავებულ, ინდივიდუალური სტილს ანიჭებს. გიორგი ჩალაძის შემოქმედება არაერთ კატალოგშია შესული, მათ შორის ერთ-ერთია გერმანული ენციკლოპედია - „ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი“. პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს შვედეთში, საბერძნეთსა და გერმანიაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის