პაატა მანჯგალაძე - მმართველი ძალა სატანისტებს ეძახის ახალგაზრდებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ შევხვდებით? - გამარჯობის თქმაც არ მინდა

ვინ ეკითხება კობახიძეს საკადრო ცვლილებას, გაიღვიძებს ივანიშვილი და შეიძლება ზებრა დანიშნოს მინისტრად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით "თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით".

მანჯგალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და ამიტომ ვერ ამბობს კობახიძე, იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები.

"ამას არავინ ეკითხება კობახიძეს და ამიტომ ამბობს, რომ თუ რაიმეს გადაწყვეტენ, გავიგებთ. 5 წუთით ადრე ეტყვის ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე გაახმოვანებს. ამას გვეუბნებიან სწორედ ევროპელები, რომ არაფორმალური მმართველობა არის პრობლემა. არავინ აპირებს რევანშს და შურისძიებას, უსაფრთხოება გვინდა, მშვიდობა და ამიტომ გვინდა ევროპა.

პოლიტიკურად ვიტყვი, სხვანაირად არ გამიგოთ - ძალიან დამძიმებულია კობახიძე ამ აქციების შემდეგ და ასე თუ გააგრძელა, მართლა მჯერა, ისე დამძიმდება, შეიძლება ქვების სროლა დაიწყოს. მმართველი ძალა სატანისტებს ეძახის ახალგაზრდებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ შევხვდებით? - გამარჯობის თქმაც არ მინდა. როგორ შეიძლება მომავალ თაობას, რომელიც თავისუფლებას, ევროპას ითხოვს, იმის გამო, რომ პუტინს ასიამოვნო, სატანისტი და ანარქისტი დაუძახო და მეორე დღეს დაწვა ევროკავშირის დროშა?! მერე ამას არ დასჯერდე, გამოხვიდე და თქვა, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მეტი ცხადი ღალატი რა უნდა მოხდეს? პუტინის ადგილას რას გააკეთებდა ვინმე იმაზე მეტს, რასაც კობახიძე და ღარიბაშვილი აკეთებს?! იანუკოვიჩმაც კი ვერ გაბედა ის, რასაც ესენი ლაპარაკობენ და აკეთებენ," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას