მიხეილ დაუშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან რა მიზანი აქვთ, მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს!

გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან რა მიზანი აქვთ, მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" საქართველოს მარტოს, დაუცველს ტოვებს რუსული ოკუპაციის წინაშე.

„როცა კობახიძე და ღარიბაშვილი ჩვენს პარტნიორებს აკრიტიკებენ და ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ, ლანძღვა-გინება ჰქვია ამას, ამით გვაშორებენ მეგობრებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ვუახლოვდებით რუსეთს, ავტომატურად დაუცველი ვხდებით რუსული ოკუპაციის წინაშე, რადგან ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაზე დგას მნიშვნელოვანწილად. საბოლოო ჯამში, მოდი, გამოვიდნენ ეს ადამიანები და თქვან, მათი მიზანი რა არის. ეს მიზნები საკმაოდ გასაგებია ყველასთვის და გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან, ასე მიკიბვ-მოკიბვით გვეუბნებიან, ევროპული კურსის და ორიენტაციის შეცვლა გვინდაო და პირდაპირ დაარქვან სახელი ყველაფერს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ამას რაიმე აზრი არ ექნება, რადგან პარტიის მიზანი ყველასთვის გასაგებია.

„რაც არ უნდა გადაახალისონ და შეცვალონ, პარტიის მოქმედების შინაარსი და მიზანი რა არის, ეს უკვე გასაგებია ყველასთვის, შესაკრებთა გადაადგილებით არასდროს ჯამი და არ შეცვლილა და არც შემთხვევაში მგონია, რაიმე შეიცვალოს,"- განაცხადა დაუშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის