შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას - ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ

არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დომინანტ „არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უნარი, რომ სხვა ორგანიზაცია ჩარეცხოს, გარიყოს და არ მიაკაროს ფონდებს“.

„ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ.

რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში.

რამდენიმე დომინანტი ორგანიზაციაა, რომლის მიმართაც პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, რომ სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს, ამის გამო გარკვეული შიშია სხვა ორგანიზაციებში. სამოქალაქო სექტორის შიგნით, მათ უნდა განიხილონ და გადახედონ ვითარებას.

რაც შეეხება გავლენებს, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, სამ დეპუტატზე იყო ზეწოლა. ვფიქრობ, მისი მოვალეობაა დაინტერესდეს ამ საკითხით, იმ სამ დეპუტატს ჰკითხოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას.

არის ეჭვი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებზე. ამ სამი დეპუტატის ვალდებულებაა დაასახელოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ დაასახელებს ომბუდსმენი, ვინ ახდენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, ვინ არიან ის ორგანიზაციები, თუ ადამიანები“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი