ისინი მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი. მე ასეთი რეკლამირება საკუთარი ქვეყნის არ გამიგია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როცა კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა სტრასბურგისა თუ ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში იარონ და შეხვდნენ ევროპარლამენტის წევრებს და ა.შ. ამ დელეგაციაში, ორი პარტია, „დროა“ და „გირჩი“ ოფიციალურად რადიკალები არიან. მათ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატები დაყარეს, გარედან მოუწოდებენ ოპოზიციას ყოველდღე, რომ დაყარონ მანდატები და გავიდნენ. „დროას“ ლიდერი გამორჩეულია იმით, რომ დეზინფორმაციულ ბრიფინგებს ატარებს ყოველ ორ კვირაში ერთხელ და აბრალებს ქვეყანას სანქციების გვერდის ავლას, ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ ეს იყო ტყუილი. ჯერჯერობით, პარტიული შეხვედრები ჰქონდათ პარტიულ მეგობრებთან, ზოგადად, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში.
ისინი მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი. ეს არის ან აბსოლუტური მიამიტობა, ან არის პირდაპირი მავნებლობა. მე ასეთი რეკლამირება საკუთარი ქვეყნის არ გამიგია. ხელისუფლება, სახელმწიფო სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხია კარგი და ხალხს მიეცი. რა თქმა უნდა, როცა კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.