შალვა პაპუაშვილი - განსხვავებული აზრის დევნა ის ფაშისტური კამპანიაა, რომელსაც  ყოფილი სახალხო დამცველი, თუ სხვა პირები აწარმოებენ - აკადემიურ სივრცეში პოლიტიკას არაფერი ესაქმება

განსხვავებული აზრის დევნა ის ფაშისტური კამპანიაა, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი, თუ სხვა ასეთი პირები აწარმოებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აკადემიურ სივრცეში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და ეს ყველა უნივერსიტეტის შიდა სტანდარტია.

„ხომ არ ხდება აკადემიურ სივრცის პოლიტიკურად გამოყენება? - ჩვენ ამას ვხედავთ, თუნდაც ის, რომ იქ ორგანიზებულად არიან ესა თუ ის ჯგუფები, სტუდენტების თუ ა.შ. რომელიც ამ საკითხით დაკავებულები არიან, მათ შორის, ჩვენ პოლიტიკურად აქტიური ლექტორებიც ვნახეთ. აკადემიურ სივრცეში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და ეს ყველა უნივერსიტეტის შიდა სტანდარტი გახლავთ. უნივერსიტეტმა თავად უნდა ისაუბრონ ამაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ამ სტანდარტს, ან არ აკმაყოფილებენ. ეს მათი გასარკვევი საკითხია, თუმცა აკადემიური სივრცე თავისუფალი უნდა იყოს, ადამიანების და პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიზაცია არ უნდა ვრცელდებოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები სხვადასხვა სასწავლებლებში დადიან და საკუთარ პოლიტიკური იდეოლოგიას ავრცელებენ. განსხვავებული აზრის დევნა ის ფაშისტური კამპანია არის, რომელსაც ყოფილი სახალხო დამცველი, თუ სხვა ასეთი პირები აწარმოებენ, რომლებიც პირდაპირ გარიყვისკენ მოუწოდებენ. აი, ეს ჩვენს ხელისგულზე დევს, ეს თქვენს თვალწინ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება