გიგა ბოკერია მარგველაშვილის განცხადებაზე - არა მგონია საჭირო იყოს საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება აუცილებელია

არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა, მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად, იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების საბჭოს შექმნის შესახებ.

მისივე თქმით, ამოცანად საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა უნდა დავისახოთ და არა მისი “იძულება”, რომ რეფორმები გაატაროს.

„ევროპული საქართველოს“ მოწოდება და მოსაზრება ასეთია - ამ პროტესტმა გვაჩვენა, რომ როდესაც მკაფიო გზავნილები ჰქონდა არამხოლოდ ოპოზიციურ სპექტრს, არამედ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ეს წარმატების საფუძველი გახდა. დიდი გამარჯვებისთვის ამის შენარჩუნება გვჭირდება, თუმცა ვხედავთ, ეს ასე აღარ არის. არა მგონია, საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა (როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შემოგვთავაზა), მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად, იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია. არ არსებობს ამის გვერდის ავლის გზები, როგორც დღეს ამას საპარლამენტო ოპოზიცია, „ნაცმოძრაობა“ და ე.წ. სამეული ისევ გვთავაზობს. ამოცანად ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა უნდა დავისახოთ და არა მისი „იძულება”, რომ რეფორმები გაატაროს. შეუძლებელია პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი „აიძულო” იქცეს პროდასავლურად და ქვეყანა ნატო-ში შეიყვანოს ან ევროკავშირს რეალურად დაგვაახლოვოს, ქვეყანა რეალურად გარდაქმნას“, - წერს ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შესაძლებლობას მისცემს ერთიანი „მესიჯით" გამოვიდნენ, „როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას