რატი იონათამიშვილი - მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე, რომელიც გადაფურცვლასაც არ იმსახურებს და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება

მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე - ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი პარლამენტის წევრებისთვის და თანამშრომლებისთვის ანტიდასავლური შინაარსის წიგნს „ლუციფერის მხილება“ არიგებს.

მისივე თქმით, აღნიშნული წიგნი მაკულატურაა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც კი დაუშვებელია.

„ორი დღეა, სოციალურ ქსელებში მიდის დეზინფორმაციული კამპანია ერთ უსახურ გამოცემაზე (წიგნსაც ვერ დავარქმევ), რომელიც ყდის იქით გადაფურცვლასაც არ იმსახურებს (ნაგვის ურნას მხოლოდ) და ეს იაფფასიანი კამპანია პარლამენტის დისკრედიტაციის მიზნით ხდება.

ჯერ ერთი, დილიდან პარლამენტში ვიყავი და არანაირი ფოსტა არ მიმიღია და მეორეც, რაიმე მასალაც რომ მიმეღო, ჩემი პასუხისმგებლობა ის კი არ არის, თუ რა წერილს მივიღებ, არამედ თითოეულ წერილზე, რასაც კი მივიღებ, როგორი რეაგირება მექნება, ეგ არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ დროულად და სამართლიანად ვუპასუხო ყველა წერილს, რასაც ვაკეთებ და არაერთი ღირსეული მოქალაქე გავიცანი ასე.

ცალკეა კიდე პატივისცემა პარლამენტის აპარატის თითოეული თანამშრომლის მიმართ! ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს თავის სამუშაოს და კონკრეტულ პარტიას კი არა, სახელმწიფო ინსტიტუციას ემსახურება. მათი ჩართვა, მდაბიო ხარისხის პოლიტიკურ „ბუფონადებში“ უკიდურესად უღირს საქციელად მიმაჩნია.

რაც შეეხება იმ გამოცემას, სარჩევი ქონდა გაზიარებული არაერთს და იქიდანაც კი ჩანდა, რომ ეს მაკულატურა შეიცავს ანტისემიტურ ჩანართებს. მისი ფოტოს ატვირთვა და გაზიარებაც კი არის დაუშვებელი და ახალისებს იმას, რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის! არ შეიძლება პოლიტიკური ინტერესის გამო იკადრო ყველაფერი, მით უმეტეს, ტყუილი, დეზინფორმაცია და ფაშიზმი!“, - წერს რატი იონათამიშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა