ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია -  არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, გააღრმაონ დაპირისპირება

საქართველოს პარლამენტის წევრები ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეჭვის გამოთქმა და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება პარლამენტის წევრებზე ზეწოლაში, სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, გააღრმაონ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და ასევე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ არაერთგზის, მიზანმიმართულად გაკეთებულ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

ეჭვის გამოთქმა და არასამთავრობო ორგანიზაციების დადანაშაულება პარლამენტის წევრებზე - ჩვენზე ზეწოლაში სხვა არაფერია, თუ არა მორიგი მცდელობა, გააღრმაონ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის.

შეკითხვების დასმა და განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არის გამოხატვის თავისუფლება და დემოკრატიული პროცესი, რასაც ჩვენ როგორც განცხადებებით, ასევე გადაწყვეტილებით პასუხი გავეცით. ხოლო ბულინგი და ზეწოლა არის ის, რასაც საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით აკეთებს „ქართული ოცნება“, როდესაც თავს ესხმის უნივერსიტეტებს და ახალგაზრდებს, რომლებმაც თავისუფალი აზრი გამოხატეს და შეიკრიბნენ პარლამენტის წინ.

ასევე სახიფათო და სიძულვილის გაღვივებაა, მთელს ქალაქში ჩვენი ფოტოებით პლაკატების გაკვრა, რაც პირდაპირ მწვანე შუქს უნთებს მოძალადე ჯგუფებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ პოლიციის მხრიდან აღკვეთის გარეშე ევროკავშირის დროშა დაწვეს. სწორედ ეს არის ბულინგი და ზიზღის ენა, ხოლო ზეწოლაა, როდესაც საკუთარი პარტიის წევრებს უკრძალავ თავისუფალი აზრის გამოხატვას“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის