დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები აღენიშნება.

არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი აღნიშნავს, რომ გოგონა სკოლის შემდეგ მასწავლებელთან უნდა მისულიყო, თუმცა არ მისულა.

"მასწავლებელთან უნდა მისულიყო სკოლის მერე და მასწავლებელთან რომ არ მისულა, მან მშობლებთან დარეკა და მერე დაიწყეს ძებნა. ეს სკოლა არის სამ სმენიანი და რომელში სწავლობდა ვერ გეტყვით," - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონას ტელეფონს ეძებდნენ, თუმცა ის ცხედართან იპოვეს.

"სადაც იყო ცხედარი იქ ყოფილა ტელეფონიც," - აღნიშნა მან.

12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა