ანა ნაცვლიშვილი - დეპუტატები, რომელთა შვილებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ მინდა, სხვების შვილებს კანონებს უწერდნენ - არ არის სწორი, შენი შვილი ევროპაში „მოაყუჩო“ და სხვებისთვის ეს ქვეყანა რუსეთისთვის გინდოდეს

შენ თუ ამ ქვეყანაში ახლა არ აცხოვრებ შენს შვილს და არც იმის გეგმა არ გაქვს, რომ მომავალში აცხოვრო, მაშინ შეეშვი რა საჯარო პოლიტიკას! არ არის სწორი, შენი შვილი კომფორტულად მოაყუჩო ევროპაში და სხვების შვილებისთვის ეს ქვეყანა გინდოდეს რუსეთისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება 12 პუნქტს საკუთარი ნებით არ შეასრულებს, თუ ამას მას საზოგადოება არ აიძულებს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება რომ სდომებოდა, ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

„საზოგადოებაში არის ძალიან ლეგიტიმური შფოთი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, როგორ უწყობს ის დივერსიას საქართველოს ევროპულ მომავალს, შეასრულებს თუ არა 12 პუნქტს და მე გეტყვით პირდაპირ, რომ არა! თავისი ნებით და სურვილით ის არ შეასრულებს ამ 12 პუნქტს, თუ არ ვაიძულებთ, რომ მანამ, სანამ რჩება ხელისუფლებაში, შეწყვიტოს დივერსიების მოწყობა, როგორც იყო ეს რუსული კანონის მიზანი და ვაიძულეთ ყველამ ერთად და შევაჩერეთ ეს პროცესი. ასევე თუ არ ვაიძულეთ, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას 12 პუნქტში ჩამოთვლილი კონკრეტული საკითხების მიმართულებით, თავისით ისინი ამას არ გააკეთებენ. მათ ამის გაკეთება რომ სდომებოდათ, უკვე არაერთი თვე ჰქონდათ ამისთვის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, თამაშია, როცა ერთი მხრივ, 12 პუნქტთან დაკავშირებით რაღაც კანონებს იღებ და მეორე მხრივ, უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე ანტიევროპული და ანტიკონსტიტუციური განცხადებები კეთდება.

„ეს 12 პუნქტი არ არის მარტო საკანონმდებლო ცვლილებები. თამაშია, რომ ერთი მხრივ, შენ რაღაც სამუშაო ჯგუფების იმიტაციას აკეთებ, რომ, აი, წერ რაღაცას 12 პუნქტთან დაკავშირებით და ამ დროს შენი ქვეყნის პრემიერი, შენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და სხვა სპიკერები აკეთებენ ღიად ანტიდასავლურ განცხადებებს, ღიად საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებებს, რომლებიც ჰუმანიზმის პრინციპის საწინააღმდეგოა - როცა პრემიერი უპირისპირდება ქვეყნის მომავალ თაობას, ბავშვებს ერჩის, ახალგაზრდებს ერჩის და განათლების კერებს ერჩის, იმ ადგილების დემონიზებას ახდენს, სადაც ადამიანები იღებენ განათლებას. გაიარა ცივილიზებულმა სამყარომ ეს ეტაპი, რომ განათლებასთან ბრძოლა არის ხელისუფლების მთავარი დროშა. ადამიანები, რომლებსაც თავისი შვილები, თავისი შვილიშვილები, თავისი ქონება აქვთ დასავლეთში, აქ საქართველოს მოქალაქეებს უმტკიცებენ, რომ დასავლეთი ცუდია. რამდენიმე დეპუტატის შვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ადამიანი დეპუტატი რომაა და კანონებს იღებს, ის ფიქრობს თუ არა, რომ ეს კანონი მის შვილს შეეხება. თუ მისი შვილი ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ის დეპუტატი, მე პირადად არ მინდა, რომ საქართველოში სხვების შვილებს უწერდეს კანონებს. არ არის ეს სწორი, არ არის ეს ლეგიტიმური. შენ თუ ამ ქვეყანაში ახლა არ აცხოვრებ შენს შვილს და არც იმის გეგმა არ გაქვს, რომ მომავალში აცხოვრო, მაშინ შეეშვი რა საჯარო პოლიტიკას. არ არის სწორი შენი შვილი კომფორტულად მოაყუჩო ევროპაში და სხვების შვილებისთვის ეს ქვეყანა გინდოდეს რუსეთისთვის“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა