ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ რეკომენდაციების შესრულება გინდათ, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფართო კონსენსუსს და ვენეციის კომისიის დასკვნებს ეფუძნება - განხილვა მაინც გაბედეთ!

ის, რაც გააკეთეთ სამუშაო ჯგუფებში იყო ილუზია და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, თუ რეკომენდაციების შესრულება გინდათ, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეფუძნება ფართო კონსენსუსს და ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს - განხილვა მაინც გაბედეთ! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა განიხილოს "ლელოს" მიერ ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ინიცირებული კანონპროექტი.

მისივე თქმით, განხილვას უმრავლესობა შეგნებულად აფერხებს.

„გახსოვთ, როგორ ერთ კვირაში გაიარა ყველა კომიტეტი რუსულმა პროექტმა და მეორე კვირას სესიაზე მოხვდა. ამ ფონზე სასამართლოს რეკომენდაციის შესასრულებლად ფართო კონსენსუსზე, ყველა წესის დაცვით ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტამდეც კი არ მიიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ამას აკეთებენ სრულიად შეგნებულად, მავნებლურად ბლოკავენ რეკომენდაციების შესასრულებლად მომზადებული კანონპროექტის განხილვასაც კი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ, მოვითხოვთ მკაცრად, რომ დაიწყოს ამ ინიციატივების განხილვა და მოვუწოდებთ "ოცნებას", დაიწყეთ რეალური სამუშაო პროცესი, გამჭვირვალე და არა გაუგებარი სამუშაო ჯგუფები, როგორც ეს ზაფხულში აკეთეთ და კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნებით, რომ ის რასაც აკეთებდით და ყალბ ილუზიებს ქმნიდით, დახარვეზდა კომისიის მიერ. ეს იყო ილუზია და თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულება საქართველოს პარლამენტისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ეს დაადასტურა მიმდინარე საკომიტეტო კვირამაც.

„ამ კვირის განმავლობაში არ ჩატარებულა არც ერთი საკომიტეტო სხდომის გარდა, ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების გარდა, სადაც გატანილ იქნა საკითხები, რომელთაგან არც ერთი არ ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას, დანარჩენი კომიტეტები და მათი ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ აქვთ დასვენების ფუფუნება მაშინ, როცა ორი ძალიან კრიტიკული დასკვნა ჩამოვიდა ვენეციის კომისიიდან და რომელიც აჩვენებს, რომ არ არის შემუშავებული პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნას”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება