კახა კალაძე - ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან და აქვთ სურვილი რევოლუცია, გადატრიალება მოახდინონ - მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი წარსულში ჩარჩენილები არიან.

„არ მინდა, რაღაც პარტიულ დისკუსიებში შევიდე, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ცხადია, მათ აქვთ დაპირისპირება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს, ეს ადამიანები წარსულში ჩარჩენილები არიან და 2003 წლის იდეოლოგიით, იდეებით აქვთ სურვილი, ქვეყანაში რაღაც შეცვალონ, მოახდინონ დაპირისპირება, რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. მერწმუნეთ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა არავის გამოუვა. შეიძლება, ვიღაცებს ამისი სურვილი აქვთ, რაღაცებს წვალობენ, აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა